Friday 14 May 2010

ტყის მნიშვნელობა

ტყის მნიშვნელობა

1.პროექტის სახელი: ტყის მნიშვნელობა.

 2.პროექტის მოკლე არწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, წიწვოვანი,ფოთლოვანი და შერეული  ტყის შესახებ. ტყე  როგორც  ეროვნული საგანძური: ნიადაგშემკავებელი, წყალშემკრები, ჟანგბადის მიმწოდებელი, ქარსაცავი. სამკურნალო და კვებითი მიზნებისათვის გამოყენებადი.

 3 პროექტის სრული აღწერა. პროექტში მონაწილე ბავშვები ეცნობიან ბუნებრივ ზონებს. მათ შორის მსგავსება–განსხვავებას.  დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს  მცენარეულობას, მეწყერ საშიშ ზონებს და მეწყერის წარმოშობის მიზეზებს. აკვირდებიან ნიადაგის მიხედვით მცენარეების განლაგებას. ინტერესდებიან სასარგებლო ნაყოფის მომცემი და სამკურნალო თვისებების მქონე ბუჩქნარებითა და  ხე–მცენარეებით. ყურადღებას ამახვილებენ თუ რა როლს  ასრულებს  მწვანე ნარგაობა და ტყე–პარკები. ბავშვები  მოიძიებენ საჭირო  ინფორმაციებს ტყის მნიშვნელობაზე ინტერნეტში.

 4.მოსწავლეთა ასაკი: 8 წელი

 5. ვადების ხანგრძლივობა: 2010 წლის სექტემბრიდან 2 თვე. 

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება.  ილუსტრაციები მათთვის საინტერესო თემაზე. შეადგინონ სლაიდ–შოუ და  განათავსონ ბლოგზე.  კლასის მომზადება ექსკურსიისთვის.  ინტერვიუს ჩამორთმევა  ტყე –პარკის  თანამშრომლებთან. . კედლის გაზეთის დამზადება. ერთმანეთის შეფასება და შენიშვნები.

7. მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეები  გაიღრმავებენ ცოდნას  ბუნებაში, ხელოვნებაში. განუვითარდებათ თანამშრომლობის უნარი. შეეცვლებათ დამოკიდებულება  ტყის მცენარეების მიმართ, გაუფთხილდებიან და იზრუნებენ მათზე.

 8. სასარგებლო სხვებისთვის: ამ პროექტით მიეცემათ ყველას საშუალება გაეცნონ თუ რა მნიშვნელობა აქვს ტყეს და ჩვენ დამოკიდებულებას მის მიმართ. (ბლოგები, სლაიდები,ფოტო მასალა) დამზადებულია იმ ადამიანებისთვის ვინც არ არის ჩართული ამ პროექტში.

 9. სამუშაო ენა:   ქართული. 

10. საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ბუნებასთან, ხელოვნებასთან,ქართულთან. 

 11. პროექტის ფასილიტატორი:ირინა ჩიტაძე.178–ე სკოლის პედაგოგი.                           

Saturday 1 May 2010

ირინა ჩიტაძე

საგანმანათლებლო პროექტი